გურჯაანში ახალგაზრდებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს
გურჯაანში ახალგაზრდებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
საჯარო სკოლების მოსწავლეებმა უკრაინაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს.
აქცია არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები რეგიონებიდან საზოგადოების განვითარებისათვის“ ორგანიზებით გაიმართა.
“გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჩავატარეთ აქცია ჩვენი მოძმე უკრაინელი მოქალაქეების მხარდასაჭერად. მასში ახალგაზრდებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა“- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა მარინა კაკიაშვილმა.