ევროკავშირის ქვეყნები უკრაინელი ლტოლვილების 3 წლით მიღებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინელი ლტოლვილების 3 წლით მიღებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინიციატივას ბლოკის ყველა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
ევროპა უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადის გაკეთებას სამი წლის განმავლობაში არ მოსთხოვს. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
როგორც BBC ევროკომისარ ჯანეზ ლენარჩიჩზე დაყრდნობით წერს, მოსალოდნელია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაახლოებით 18 მილიონი უკრაინელი დაზარალდება, მათგან დაახლოებით 4 მილიონი ქვეყანას დატოვებს.
გაეროს მონაცემებით, ამ დროისთვის დაახლოებით 368 000-მა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა და პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, მოლდოვასა და სლოვაკეთში გადავიდა.