ახალი ამბები

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, EU-ს უკრაინის ბლოკში გაწევრიანება სურს

ევროკომისიის პრეზიდენტ ურუსლა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირს უკრაინის ბლოკში გაწევრიანება სურს.

CNN-ის ცნობით, ამის შესახებ მან „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს პროცესი უკრაინასთან, რომელიც მოიაზრებს, მაგალითად, უკრაინის ეკონომიკის ინტეგრირებას ერთიან ბაზარზე. ასევე გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკულ ქსელში. ბევრი საკითხია, სადაც ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ და მართლაც, დროთა განმავლობაში, ისინი <უკრაინა> ჩვენ გვეკუთვნიან. უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია და გვინდა, რომ ევროკავშირში იყოს,”, – განაცხადა ფონ დერ ლეიენმა.

ცნობისთვის: რამდენიმე საათის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან საუბრისას ერთ-ერთი თემა ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება იყო.

შეგახსენებთ, ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ დაიმსახურა და აქვს უფლება, გახდეს ევროკავშირის წევრი.