ახალი ამბები

ევროკავშირი ბელარუსს ეკონომიკურ სანქციებს უწესებს

ევროკავშირი სანქციებს ბელარუსის წინააღმდეგაც აწესებს.

ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

“ჩვენ მიზანში ამოვიღებთ კიდევ ერთ აგრესორს ამ ომში, ლუკაშენკოს რეჟიმს, სანქციების ახალი პაკეტით. მათ ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებს დავარტყამთ,”- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

სწორედ ბელარუსის ტერიტორიის გავლით, უკრაინაში შეჭრილი რუსული სახმელეთო ძალები კიევის ოლქს უტევენ. გუშინ ღამით ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მისამართით რაკეტებიც ისროლეს.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები წარადგინა. EU აპირებს, უკრაინას შეიარაღება მიაწოდოს, რაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. ამასთანავე, ევროკავშირი გეგმავს აკრძალოს რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები “სპუტნიკი” და RT.