თელავის მერიის შენობაზე უკრაინის დროშა გამოფინეს- ფოტო
თელავის ადმინისტრაციული შენობიდან ,,ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს წევრებმა უკრაინის სახელმწიფო დროშა გადმოფინეს და ამ ფორმით უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა გააპროტესტეს.
ოპოზიციური პარტიის დეპუტატები 2008 წლის ომის დროს საქართველოსთვის უკრაინის მხარდაჭერას იხსენებენ და ამბობენ, რომ ყველა ქართველის ვალია შეუერთდეს მსოფლიო სოლიდარობას უკრაინელი ხალხისადმი და უარი უთხრას ომს, ოკუპაციას და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას.
თელავის გარდა, უკრაინის დროშები გადმოფინეს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე.