ევროკავშირი “სანქციების მასობრივ პაკეტს” ამზადებს
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დღეს ევროპელი ლიდერები წარმოადგენენ „მასობრივ და ტარგეტირებულ სანქციებს”.
„ამ პაკეტით ჩვენ მიზანში ამოვიღებთ რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებს, დაბლოკავთ მათ წვდომას საკვანძი ტექნოლოგიებსა და ბაზრებზე. დავასუსტებთ რუსეთის ეკონომიკას და მისი მოდერნიზების შესაძლებლობას“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, გაიყინება რუსული ქონებები ევროკავშირში, შეჩერდება რუსული ბანკების წვდომა ევროპის ფინანსურ ბაზართან.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ეს იქნება ყველაზე მკაცრი სანქციები, რაც ოდესმე განხორციელებულა
“ეს არის ევროპის ყველაზე ბნელი საათები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ევროკავშირი უპასუხებს მაქსიმალურად მკაცრი პირობებით და შეთანხმდება სანქციების ოდესმე პაკეტზე, რაც კი ოდესმე განხორციელებულა. პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეაჩეროს ეს უაზრო აგრესია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ”, – წერს ბორელი twitter-ზე.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.