კახეთში აგროტურისტული ცენტრები და ადგილობრივები უკრაინელებს შეიფარებენ
კახეთში მოქმედი აგროტურისტული ცენტრების და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივები უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად განცხადებებს ავრცელებენ.
მათი თქმით, ისინი თავისი დაწესებულებას თუ სახლს უსასყიდლოდ, უვადოდ დაუთმობენ უკრაინელ ხალხს და შესაბამის დახმარებას გაუწევენ.