ახალი ამბები

ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები აღარ იფუნქციონირებს.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„1-ელი მარტიდან უქმდება საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება“, – განაცხადა ღიბრაძემ.