როგორია ეპიდსიტუაცია კახეთის რეგიონში
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ბოლო 24 საათში რეგიონში ვირუსით ინფიცირების 866 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დღის განმავლობაში აღებული ტესტების რაოდენობამ კი 3 178 შეადგინა.
,,დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობამ შეადგინა 866 , მათგან: ახმეტაში დაფიქსირდა 51 შემთხვევა, გურჯაანში- 165, დედოფლისწყაროში – 86, თელავში -224, ლაგოდეხში -88, საგარეჯოში -90, სიღნაღში-104 და ყვარელში -58.
რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი -92 272 შეადგინა. ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას არის 7 117 პირი, მათ შორის 6 819 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 54 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 244 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 84 695 გამოჯანმრთელდა და 460 ადამიანი გარდაიცვალა”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.