ლაურა ხარიტონაშვილი გარდაიცვალა
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინის” დამფუძნებელი, ლაურა ხარიტონაშვილი, კორონავირუსით გარდაიცვალა.
ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებდა.
ლაურა ხარიტონაშვილი, ასევე, აქტიურად მუშაობდა ქალთა უფლებების, თემის განვითარების და ახალგაზრდული მიმართულებით.
,,ვეჟინი” გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში შეიქმნა. ორგანიზაცია ოფიციალურად 2000 წელს დარეგისტრირდა მისი საქმიანობის ძირითად სფეროს თემის განვითარება წარმოადგენს