ახალი ამბები

მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით კახეთში პროექტი ხორციელდება

მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით,  კახეთში პროექტი „ მე ვიცი და ვიცავ ჩემს უფლებებს“ ხორციელდება.

პროექტი, რომელსაც კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი ახორციელებს თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 11 სამიზნე სოფელში მოზარდების თავისუფალი დროის პროდუქტიულად გამოყენებას, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და მათ შორის თანამშრომლობის დამყარებას უწყობს ხელს.

,,გასული წლის ნოემბრიდან კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი უკვე მეორედ  ახორციელებს პროექტს_ „მე ვიცი და ვიცავ ჩემს უფლებებს“ PH international მიერ „სკოლის, საზოგადოების და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის „ (SCOPE) ფარგლებში, რომლის მიზანია სკოლის დამთავრების შემდეგ ისეთი ინოვაციური და კრეატიული საგანმანათლებლო სერვისების /აქტივობების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლის შემდგომ, მოზარდების თავისუფალი დროის პროდუქტიულად გამოყენებას, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და მათ შორის თანამშრომლობის დამყარებას. 

პროექტი ხორციელდება თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 11 სამიზნე სოფელში (ყარაჯალა, კისისხევი, ქვ. ხოდაშენი,კონდოლი, კისისხევი, აკურა , ბუშტი, ვაჩნაძიანი, კალაური, შაშიანი, ვაზისუბანი). მისი მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მცხოვრებ არასრულწლოვანთა კეთილსაიმედო გარემოს შექმნას, სამართალდამცავ სტუქტურებს, სკოლას და თემს  შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების გაღრმავებას და დანაშაულის პრევენციას, არაფორმალური განათლების გზით.

პროექტი მოიცავს, ერთი მხრივ, სამართლებრივი ცნობიერების გაზრდას, როგორც მოზარდებში, ისე ზრდასრულებში, ხოლო მეორე მხრივ, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების და სკოლების თანამშრომლობის გაღრმავებას,  ერთობლივი ინიციატივების განხორციელების გზით.

ნოემბერიდან თებერვლის თვის ჩათვლით სამართლებრივ საკითხებზე ცოდნა მიიღო სამიზნე სოფელში მცხოვრებმა 90 მოზარდმა და 20_ მდე ზრდასრულმა (სკოლის დირექტორი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი, სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და  მანდატური).

იანვრის თვიდან კი აქტიურად მიმდინარეობს ციფრული და მედია კომპეტენციების კურსი 14-დან 17 წლის მოზარდებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია ონლაინ პლათფორმების მუშაობის შესახებ და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში მოსინჯონ. კურსი, ასევე, მოიცავს ფოტოგრაფიის და ბლოგის წერის სესიებს.

გაზაფხულზე პროექტში ჩართული ახალგაზრდები და სამართალდაცავი უწყების წარმომადგენლები საერთო ინიციატივების დაგეგმვა -განხორციელებას დაიწყებენ”,- აცხადებენ  კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები.