ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავის მუნიციპალურ ტრანსპორტს ახალი მიმართულება დაემატა

თელავის მუნიციპალურ ტრანსპორტს ახალი მარშრუტი დაემატა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 22 იანვრიდან, N4 ავტობუსს ემატება ახალი მიმართულება. უწყების ინფორმაციით, ყოველ შაბათს და კვირას ავტობუსი იმოძრავებს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი სასაფლაოს მიმართულებით დილის 08:20 საათიდან საღამოს 17:35 საათამდე, საათში ერთხელ.

მერიაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ახალი მარშრუტების დამატება, რაც გაამარტივებს უახლოესი სოფლების მცხოვრებლების გადაადგილებას.

ამ დროისთვის ცნობილია ავტობუსების გადაადგილების 4  მარშრუტი.