ახალი ამბები

სიღნაღში ნარჩენების მართვის მიმართულებით ახალ გეგმის შემუშავება მიმდინარეობს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ნარჩენების მართვის მიმართულებით ახალ გეგმას ამუშავებს.

მუნიციპალიტეტის მერის, მალხაზ ბეგიაშვილის ინიციატივით, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები სტიქიური ნაგავსაყრელების იდენტიფიკაციასა და აღწერილობაზე მუშაობენ.

მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით იდენტიფიცირებულია 22 სტიქიური ნაგავსაყრელი.
კერძოდ: ნუკრიანი – „კალოების“ უბანი; ნუკრიანი – „ჭოტორის“ უბანი; ანაგა – მთავარანგელოზის გზის მიმდებარე ტერიტორია; ანაგა – „ბაიდარაანთ“ უბანი; ჯუგაანი – „შიხიანთ“ უბნის ხევი; ტიბაანი – „პრასიანთ“ უბანი; ტიბაანი – საძოვრების ტერიტორია; ძვ.ანაგა – სკოლის უბანი; ილიაწმინდა – „დიდი წყლის“ უბანი; ბოდბისხევი – „ზარის წყლის“ უბანი; ბოდბისხევი – „ბოხორის წყლის“ სათავის მიმდებარე ტერიტორია; მაღარო – ძველი ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორია; მაღარო – „ფოხალოს“ ტერიტორია; საქობო – არხის პირის მიმდებარე გზა; ბოდბე – „ელიის“ მიმდებარე ტერიტორია; ბოდბე – „სვეტიცხოვლის“ უბანი; ვაქირი – „ხევის“ უბანი; ვაქირი – „ლამბოანების“ უბანი; ვაქირი – ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია; ქვ.მაჩხაანი -„ორნავის“ წყალთან; ქვ.მაჩხაანი – ტიბაანისკენ მიმავალი გზის მიმდებარე ტერიტორია; ქვ,მაჩხაანი – ზემო მაჩხაანისკენ მიმავალ გზა;

,,ნაგავსაყრელების გამოვლენისთვის მუშაობა აქტიურად გრძელდება. სტიქიური ნაგავსაყრელების იდენტიფიკაციის შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება მათი კონსერვაცია. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს ნუ დაანაგვიანებენ გარემოს. ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა”,- განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.