ახალი ამბები

თელავში მცხოვრებ 11 წლის ელენე ზაქაიძეს საზოგადოების დახმარება ესჭიროება

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 11 წლის ელენე ზაქაიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

გოგონას კოვიდ ინფექციის გართულების შედეგად ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა შეექმნა. მას გულის უმძიმესი დაავადება-კარდიომიოპათია დაუდგინდა, რის გამოც კონკრეტული მკურნალობის კურსი და გულის გადანერგვა ესაჭიროება.

გოგონას ახლობლების თქმით, მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხა ოჯახს არ გააჩნია. ისინი დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ:

,,კიდევ ერთხელ უნდა გავერთიანდეთ და ბოლომდე მივიყვანოთ პატარა გოგოსთვის სიცოცხლის ჩუქების შესაძლებლობა. ძალიან გთხოვთ, ვისაც რამდენით შეგიძლიათ დაეხმარეთ ელენეს და არ იფიქროთ, რომ მცირედი თანხა არაფერს ნიშნავს. 300 000 ლარიდან, თითქმის, 17 000 ლარია დარჩენილი.

კარდიოლოგიური საავადმყოფოდან ელენე მრავალპროფილურ კლინიკაში ფილტვის და ღვიძლის პრობლემების სამკურნალოდ გადაიყვანეს. ელენე ისევ აპარატზეა შეერთებული, მაგრამ გული თითქმის თავისით მუშაობს. ხოდა ძალიან გთხოვთ, გადავარჩინოთ ეს უსიყვარულესი გოგო’’,-აცხადებენ გოგონას ახლობლები.

ელენეს დასახმარებლად ბანკში გახსნილია ანგარიში:

საქართველოს ბანკი – GE45BG0000000162415927
პირადი ნომერი: – 20001003921

თიბისი ბანკი – GE28TB7578945061100049
მიმღები: ნინო რცხილაძე