ახალი ამბები

„მეღვინეობა ხარება“ საბუეში საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გეგმავს

„მეღვინეობა ხარება“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

კომპანიამ სახელმწიფოსგან სოფელში მდებარე 41 907 კვ.მ. არასასოფლო მიწა შეიძინა, რაშიც 339 000 ლარი გადაიხადა.

bm.ge-ს ინფორმაციით, აღებული ვალდებულებით, მეღვინეობამ, არაუმეტეს 36 თვეში, მიწის ნაკვეთზე არანაკლებ 3 მლნ ლარის საინვესტიციო პროექტი უნდა განახორციელოს.

ასევე, სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში, ბიუჯეტში გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხა – 13726.8 უნდა გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ „მეღვინეობა ხარებას“ იანვრის ბოლოდან ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ეს პოსტი ზურაბ გოზალიშვილისგან ალექსანდერე ხარებავამ გადაიბარა.

„მეღვინეობა ხარებას“ გააჩნია 1500 ჰექტარზე მეტი ვენახი აქვს , სადაც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშებია გაშენებული. დღესდღეობით ღვინის წარმოება ხდება კახეთისა და იმერეთის რეგიონებში. კომპანია ასევე ფლობს საკუთარ ღვინის მაღაზიებს.