ახალი ამბები

გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის საიზოლაციო პერიოდი ხუთ დღემდე შემცირდა

საიზოლაციო პერიოდი გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის ხუთ დღემდე შემცირდა.

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სამედიცინო სექტორი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს პროკურატურის სისტემა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახური, კოვიდის დადასტურებიდან მეექვსე დღეს, სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, საიზოლაციო პერიოდს დაასრულებენ.

„რა თქმა უნდა ეს გაკეთდა საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, და რისკ-სარგებლის ანალიზით. ეს ეხება ესენციალური, აუცილებელი სფეროების და სერვისების წარმომადგენლებს. მათთვის შემცირდა ვადა დადასტურებიდან მეექვსე დღეს, ანუ ხუთი დღე სრული.

ამის წინაპირობა რა თქმა უნდა არის ის, რომ 24 საათი არ უნდა გქონდეს არანაირი სიმპტომი, მითუმეტეს ტემპერატურა. ანალოგიური პრაქტიკა დამკვიდრებულია უკვე იმ ქვეყნებში, სადაც „ომიკრონის“ ტალღა უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ჩვენთან“, – განაცხადა ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ.