საპენსიო სესხის პროცენტზე 26%-იანი ზედა ზღვარი დაწესდება
საპენსიო სესხებთან დაკავშირებით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ დღეს გადაწყვეტილება მიიღო.
საპენსიო სესხის პროცენტზე 26%-იანი ზედა ზღვარი დაწესდება.
„შევთანხმდით, რომ თებერვლის ბოლოს გამოცხადდება ახალი კონკურსი. სოციალური მომსახურეობის სააგენტო გამოაცხადებს ერთთვიან კონკურსს, რომელშიც ბანკები მიიღებენ მონაწილეობას. სულ მცირე ორი ბანკისგან დადასტურებულია, რომ მასში მიიღებენ მონაწილეობას . სახელმწიფო მზად არის, რომ ყოველ წელს პენსიონერთა პენსიების დარიგების მომსახურეობისთვის 15 მლნ ლარი გადაიხადოს და ეს არაფერია სახელმწიფოსთვის 1 წლის განმავლობაში.
ასევე შევთანხდმდით, რომ ბანკებს შორის სესხის პროცენტზე კონკურენცია იქნება, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ დღეს რომ ლიბერთი 36%-ში აძლევს პენსიონერებს სესხს, დაწესდება ზედა ზღვარი და ეს იქნება 26%. ამის ქვემოთ რომელი ბანკიც უკეთეს წინადადებას შემოიტანს, მისი წინადადება მიიღება. ჭერი იქნება 26% და ეს არის მთავარი“, – განაცხადა კომისიის გადაწყვეტილების შესახებ პარტია “მოქალაქეს“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა.