ახალი ამბები

სოფელ შილდაში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხანძარს 80 წლამდე კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა და მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მათი თქმით, სავარაუდოდ კაცმა დაკვამლიანების გამო, სახლის დატოვება დროულად ვერ შეძლო და გაიგუდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან გაჩნდა. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.