როგორია ეპიდსიტუაცია კახეთის რეგიონში
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
,,კახეთის რეგიონში ინფიცირების 1 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღის განმავლობაში აღებული ტესტების რაოდენობამ კი 3 576 შეადგინა. ინფიცირებულთა რაოდენობიდან ახმეტის მუნიციპალიტეტში -66, გურჯაანში -242, დედოფლისწყაროში- 75, თელავში -276, ლაგოდეხში-103, საგარეჯოში-148, სიღნაღში-97 და ყვარელში -94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონში ვირუსის გამოვლენიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ შეადგინა -85 509, აქედან : ახმეტაში დაფიქსირებულია -6 473 შემთხვევა, გურჯაანში -17 138, დედოფლისწყარში -6 075, თელავში -19 457, ლაგოდეხში -10 099, საგარეჯოში -11 513, სიღნაღში -8 313 და ყვარელში -6 441. ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას, შეადგენს 9 694. მათ შორის, 9 407 პირი დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 55 ადამიანი მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 232 იმყოფება კოვიდ კლინიკაში. რეგიონში დღემდე გამოჯანმრთელდა 75 364 პირი და გარდაიცვალა 451 ადამიანი ”,-განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.