კახეთში ნახშირის უკანონო გამოწვის 6 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 6 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 4 ფაქტი საგარეჯოს, 1 ფაქტი გურჯაანის, 1 კი -თელავის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ქალაქ საგარეჯოს, სოფელ გიორგიწმინდას, სოფელ კურდღელაურისა და სოფელ კაჭრეთის მიმდებარედ, მოქალაქეები ნახშირს დაურეგისტრირებელ სანახშირე ორმოებში წვავდნენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები.