ლაგოდეხში სალათის ფურცლების წარმოება დაიწყეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სალათის ფურცლების წარმოება დაიწყეს. პლანტაცია კომპანია GDB-მ 3 ჰექტარ მიწის ფართობზე გააშენა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ისინი სამი სახეობის_აისბერგს, რომანოსასა და ლოლაროსას ჯიშის სალათის ფურცლებს აწარმოებენ, რისთვისაც 150 ათას ლარის ინვესტიცია განახორციელეს.
კომპანიამ 40 ტონის მოცულობის პირველი მოსავალი ნოემბრის თვეში აიღო. ამჟამად კომპანიაში 40 ადამიანია დასაქმებული. ქართულ ბაზარზე კილოგრამი სალათის ფურცლის გასაყიდი ფასი 8-10 ლარს შეადგენს.