რას უნდა მიაქციოთ ყურადღება გაზის წვისას
თბილისი ენერჯი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გაზის წვისას ალის ფერს მიაქციონ ყურადღება.
კომპანიის განცხადებით, მისი ყვითელი შეფერილობა CO-ს დაგროვებას ნიშნავს.
“გაზის წვისას ყურადღება მიაქციეთ ალის ფერს. მისი მოყვითალო შეფერილობა არასრული წვის მანიშნებელია, რაც იწვევს CO-ს დაგროვებას. CO კლავს! გაზის სრულ წვას ჟანგბადი სჭირდება, ამიტომ საფრთხის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია ხშირად გაანიავოთ ფართი და ხელოსანს გააწმენდინოთ სანთურა”, – ნათქვამია განცხადებაში.