ვასილ ნაგრუდნი – წლის კომპანია თელივერი
კახეთის ხმა
20 წლის გახდა. მედია ორგანიზაციამ იუბილესთან დაკავშირებით გამორჩეული რესპოდენტები დააჯილდოვა. წლის კომპანიის ჯილდო „თელივერის“ გადაეცა.
„თელივერი“ პანდემიის დასაწყისში გაჩნდა, როდესაც მიტანის სერვისის საჭიროება იმაზე მეტად მოთხოვნადი გახდა, ვიდრე მანამდე. კომპანიამ არაერთი სოციალური პროექტი განახორციელა და თელაველთა მაღალი შეფასება დაიმსახურა.
კომპანიამ საქმიანობა ერთი მოპედით დაიწყო. კომპანია ადგილობრივმა ლევან დვალმა და ვასილ ნაგრუდნიმ შექმნეს. თელივერი სთავაზობს მომხმარებელს მიტანის სერვისს, რომელიც დღემდე არ არსებობდა კახეთში.
უფრო მეტი ინფორმაციისათვის ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი: თელავში მიტანის სერვისი ,,თელივერი” შეიქმნა, რომელიც ადგილობრივებს შეძენილი პროდუქციის ადგილზე მიტანას სთავაზობს.