სოფელ შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ამ წუთებში სტიქიის ზონაში მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
მეხანძრე – მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ქრობით სამუშაობს ახორციელებნენ. იმის გამო, რომ მიუვალი ადგილია ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში მხოლოდ ცოცხალი ძალა ჩაერთო.
ცეცხლი ძირითადად ტყის ქვედა საფარზე იყო გავრცელბული, თუმცა დაიწვა მრავალწლიანი ხეების ნაწილიც. ხანძარი დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გუშინ შუადღეს ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს.
აალების მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.
Pingback: Лесной пожар в Кахетии ликвидирован - Новости Грузия