სოფელ შილდაში 10 ჰექტრამდე ტყე იწვის
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ათ ჰექტრამდე ტყე იწვის.
დაკვამლიანება ტყის მასივში ადგილობრივებმა რამდენიმე საათის წინ შენიშნეს.
ხანძრის კერა მიუვალ ადგილზეა, რის გამოც სახანძრო ტექნიკა ჯერჯერობით მუშაობას ვერ იწყებს. ვითარებას ართულებს ძლიერი ქარიც.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. რამდენიმე ბრიგადა შემთხვევის ადგილამდე ფეხით ავიდა.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში მეხანძრე- მაშველებს, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფიც ეხმარება.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ დროისათვის უცნობია.