ახალი ამბები

11 წლის ელენე ზაქაიძე სამკურნალოდ ბელორუსიაში გადაიყვანეს

თელავში მცხოვრები 11 წლის ელენე ზაქაიძე, რომელსაც კოვიდ ინფექციის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა შეექმნა, სამკურნალოდ ბელორუსიაში გადაიყვანეს.

გოგონას მოქალაქეებმა 300 000 ლარზე მეტი შეუგროვეს.

ელენეს, კოვიდ-ინფექციის შემდეგ, გულის უმძიმესი დაავადება_კარდიომიოპათია დაუდგინდა. მას კონკრეტული მკურნალობის კურსი და გულის გადანერგვა ესაჭიროება.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მინსკის კარდიოლოგიური კლინიკაში გოგონას ფილტვების თითქმის 85 % – იანი დაზიანებაც დაუდგინდა.

ექიმები ამჟამად აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის იბრძვიან, რის შემდეგაც გულის პრობლემის გადაწყვეტაზე იმსჯელებენ.