ახალი ამბები

ძლიერმა ქარმა სოფელ ბოდბისხევში მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი თითქმის მთლიანად გადახადა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც სოფელში მერის წარმომადგენელმა ვახტანგ გოზალიშვილმა განაცხადა, თავშესაფარში ამჟამად 14 მოხუცი ცხოვრობს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მდგომარეობას შეისწავლიან.

კომისიის მუშაობის დასრულებამდე მოხუცთა თავშესაფრის შენობას დროებით გადახურავენ.