როგორია ეპიდსიტუაცია კახეთის რეგიონში
კახეთში ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად უარესდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ბოლო 24 საათში რეგიონში ვირუსით ინფიცირების 1 013 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დღის განმავლობაში აღებული ტესტების რაოდენობამ კი 3 755 ერთეული შეადგინა
,,ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კახეთის რეგიონში შეადგენს -80 869 პირს, მათგან: ახმეტაში დაფიქსირებულია-6 176 შემთხვევა, გურჯაანში-16 149, დედოფლისწყაროში -5 766, თელავში-18 435, ლაგოდეხში -9 596, საგარეჯოში -10 768, სიღნაღში-7 906, ყვარელში -6 073. ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას შეადგენს 7 687 პირს, მათ შორის 7 421 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 54 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 212 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 72 734 გამოჯანმრთელდა, 448 გარდაიცვალა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობაა- 1 013, მათგან: ახმეტაში გამოვლინდა -75 შემთხვევა, გურჯაანში -207, დედოფლისწყაროში- 76, თელავში -206, ლაგოდეხში-101, საგარეჯოში-187, სიღნაღში-75 და ყვარელში-86″,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.