ყვარელში ტყის ქვედა საფარი იწვის
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივებმა შენიშნეს და სამაშველო სამსახურს გამოუძახეს.
როგორც სოფელში მერის წარმომადგენელი მალხაზ მარტიაშვილი ამბობს, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების მიუხედავად, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.
მარტიაშვილის ინფორმაციით, იწვის ტყის ქვედა საფარი.
ხანძარი რა ფართობზეა გავრცელებული ჯერჯერობით უცნობია.