თელავში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენის ღია წესით წვას ახდენდა.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ოქმი ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისი მუხლით.