ახალი ამბები

„ბარბალეს მარანი“ კახეთში შატოს აშენებას გეგმავს

ადვოკატ ზვიად კორძაძის კომპანია „ბარბალეს მარანი“ კახეთში შატოს აშენებას გეგმავს.

„პროექტი წელს თუ არა 2023 წელს მაინც განხორციელდება“, – განაცხადა „ბარბალეს მარნის“ დამფუძნებელმა ზვიად კორძაძემ. შატოს მშენებლობისთვის ლოკაცია უკვე შერჩეულია, შეძენილია მიწა, რომელიც 1 ჰექტარს მოიცავს.

„შატოს მშენებლობის პროცესი დამოკიდებულია ინვესტიციის მოცულობაზე, ასევე რამდენიმე საკითხია დასაზუსტებელი. მინდა, რაც შეიძლება მალე განვახორციელო ეს პროექტი. აღნიშნულ ტერიტორიაზე წელს ვაპირებ ვაზის ჩაყრას, რომელიც ტურისტისთვის იქნება გათვლილი, რადგან ჩემი მიზანი მევენახეობის დაწყება არ არის. სხვა დამატებით დეტალებზე საუბარი, ამ ეტაპზე, ნაადრევი იქნება. რაც შეეხება ღვინის წარმოებას, ვფიქრობ, შემოდგომის რთველზე რაოდენობის გაზრდა მოგვიწევს,“ – აღნიშნავს „ბარბალეს მარნის“ დამფუძნებელი.