კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 37 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 37 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სამართალდარღვევები გამოვლენილია სიღნაღის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში.
,,ჩვიდმეტმა მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა სხვადასხვა სახეობის, ჯამში 28 ერთეული ხე-მცენარე. ოცმა მოქალაქემ კი, უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან, ჯამში 13, 8 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალა დაამზადა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით”,- აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.