ახალი ამბები

3D პრინტერით დამზადებული ქვევრების გაყიდვა გაზაფხულზე დაიწყება

საქართველოში ქვევრების 3D პრინტერის გამოყენებით დამზადება დაიწყება.

წარმოების დასაწყებად საქართველოში პირველი კერამიკული 3D პრინტერის ავტორი დავით მიზანდარი დაახლოებით $1 მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვასაც გეგმავს და როგორც „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, მოლაპარაკებები პოტენციურ ინვესტორებთან აქტიურ ფაზაშია.

„ჩვენი ქვევრი უმაღლესი ხარისხის იქნება. დაცული იქნება ყველა ის ტექნოლოგია, რომელიც ღვინის ხარისხს უზრუნველყოფს და ბოლო დროს დამზადებულ ქვევრებში იშვიათად გვხვდება. გარდა ამის ჩვენი უპირატესობაა დამზადების სისწრაფეც. ჩვენი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ერთი 100 ლიტრიანი ქვევრი 90 წუთში, ხოლო ტონიანი 8 საათში დამზადდეს“,– აცხადებს მიზანდარი.