კვერცხი და ფრინველის ხორცი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს
კვერცხი და ფრინველის ხორცი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს.
როგორ„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, ბოლო 3 თვის განმავლობაში პროდუქციის თვითღირებულებამ უკვე 7%-ით მოიმატა, თუმცა არ გაძვირებულა საბოლოო პროდუქტი. ამიტომ, ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, ამჯერად მცირედი ცვალებადობაც კი, ფასზე ასახვას გამოიწვევს.
„გასული წლის ბოლოს, დეკემბერში გაზი გაგვიძვირდა და ამან, ჩვენს თვითღირებულებაშიც გამოიწვია ცვლილებები და გარდა ამისა, ბევრი პარალელური პროდუქტი – შესაფუთი მასალა და ა.შ გაგვიძვირდა. რეალურად გაზის გაძვირება ორმაგად დაგვაწვა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ქართული წარმოებისთვის არსებული ელექტროენერგიის სუბსიდიაც შეწყდა.
თუ ამ ნიშნულზე შენარჩუნდა ფასები ისევ მძიმე სიტუაცია რჩება, მაგრამ ოდნავ თუ ზემოთ წავიდა თვითღირებულებაში შემავალი კომპონენტების ფასები, ოპტიმისტური პროგნოზი არ გვაქვს. მხოლოდ ბოლო 2-3 თვეში 7%-მდე გაიზარდა ფასები. მთელი წლის განმავლობაში კი საკვების ფასმა 100%-ით მოიმატა, 60-65 თეთრი რომ ღირდა ხორბალი, დღეს 1.20-ზე ნაკლებად აღარსადაა“, – განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.
მისივე თქმით, ქართულ ბაზარზე წარმოება დიდწილად არ შემცირებულა, თუმცა მოხდა პროდუქტის იმპორტით ჩანაცვლება.