ახალი ამბები

კახეთში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელის მიმდებარედ, მდინარე ალაზნის კალაპოტიდან, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 2,5 კუბური მეტრი მოცულობის ინერტული მასალა (ქვიშა) და მისი უკანონო ტრანსპორტირებაც განახორციელა.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით.