ახალი ამბები

NDI-გამოკითხული მოსახლეობის 42% აცრას არ აპირებს

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 42% აცრას არ აპირებს. მაჩვენებელი 2021 წლის დეკემბრის მონაცემს მოიცავს, ხოლო იგივე კითხვაზე – 2021 წლის ივლისში, გამოკითხულთა 47% აცხადებდა, რომ არ აიცრებოდა.

გარდა ამისა, შემცირდა აცრის გაკეთების მსურველთა რიცხვიც. კერძოდ, 2021 წლის დეკემბერში გამოკითხულების 25% ამბობდა, რომ აიცრებოდა, ხოლო 2021 წლის ივლისში – 35%. თუმცა, ამავე წლის დეკემბერში გამოკითხულთა 29% აღნიშნავდა, რომ უკვე აიცრა, ივლისში კი მხოლოდ 7% ადასტურებდა აცრის ფაქტს.

ამასთან, NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების მესამედი ბუსტერის გაკეთებას არ აპირებს, ან არ იცის რას იზამს. მაჩვენებელი მოიცავს გამოკითხვას იმ ადამიანებს შორის, ვინც უკვე აიცრა, ან აპირებს რომ აიცრას. ასეთი ადამიანების 54%-დან 65%-მდე ამბობს, რომ ბუსტერ-დოზას გაიკეთებს, 14% კი ბუსტერის გაკეთებას არ ემხრობა. ბუსტერ-დოზით უკვე აიცრა გამოკითხულთა 3%, ხოლო 20%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია.
ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგია.