გურჯაანის მუნიციპალიტეტში 36 წლის მამაკაცი მოკლეს
გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში 36 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე 1961 წელს დაბადებული გ.მ დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მიზეზი შურისძიებას უკავშირდება.
“დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თანასოფლელს — 1985 წელს დაბადებულ გ. ჩ-ს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი, სანადირო თოფი ამოიღო”, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.