ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალში, შავი კლდეების ტბის მარშრუტზე კიდევ ერთი კოტეჯი აშენდება

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 5 მლნ ლარიანი პროექტი განხორციელდება.

როგორც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი სულამანიძე აცხადებს, პროექტი 3 წლიანია და მის ფარგლებში იგეგმება არსებული ბილიკების განახლება, მათ შორისაა: შავი კლდეების ტბის, როჭოს ჩანჩქერის და მაჭის ციხის ბილიკები. მისი თქმით, ბილიკებზე განთავსდება ფანჩატურები, სველი წერტილები. შავი კლლეების ტბის მარშრუტზე კი, კიდევ ერთი კოტეჯი აშენდება. ტურისტული თავშესაფარი იქნება თანამედროვე და მზის ენერგო სისტემით აღჭურვილი.

„კონტრაქტი უკვე დადებულია. პროექტის ღირებულება დაახლოებით 5 მლნ ლარია. საბოლოო ჯამში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე უმაღლესი სტანდარტის ბილიკები იქნება“, – აღნიშნა გიორგი სულამანიძემ.

შავი კლდეების ტბის მარშრუტზე ამ ეტაპზე 2 ტურისტული თავშესაფარია. პირველი ღამისთევის ადგილზე „მეტეო“ და მეორე ღამისთევის ადგილე „დემიდოვის ბინა“.