თელავში ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა
ქალაქ თელავში, მშვიდობის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ფორდის მარკის მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამარშუტო ავტომანქანა გადაბრუნდა, მსუბუქი ავტომობილში მყოფი ორი ახალგაზრდა კი, მძიმედ დაშავდა.
ავტომანქანიდან მათი გადმოყვანისათვის, სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. მაშველებმა ავტომანქანის კარი გაჭრეს და ახლაგაზრდები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების მანქანებში გადაიყვანეს.
ადგილზე მიბილიზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.