სოფლების ვეჯინისა და კოლაგის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს
წყალმომარაგების კომპანია გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლების – ვეჯინისა და კოლაგის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობას აქტიურად ახორციელებს.
წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულ სოფლებში დღემდე არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოსახლეობას წყალი შეზღუდვით მიეწოდება.
,,ვეჯინისა და კოლაგის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის მოეწყობა ჭაბურღილები, რეზერვუარები, მაგისტრალური მილი, წყალმომარაგების ქსელი, საქლორატორო და სატუმბო სადგური. გარდა ამისა რეაბილიტირდება არსებული ჭაბურღილები და რეზერვუარი. პროექტის დასრულების შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში სოფლებში არსებული უწყლობის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.
სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 მლნ ლარამდე ინვესტიცია გამოიყო და მისი დასრულება 2024 წლის ზამთარშია დაგეგმილი”,-აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.