თელავში ისტორიულ ძეგლთან ინფრასტრუქტურა დააზიანეს- ფოტოები
ქალაქ თელავში, ერეკლე მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირებმა ინფრასტრუქტურა დააზიანეს.
როგორც knews.ge-ის თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
“ცნობილია ჩვენთვის აღნიშნულის შესახებ. იმ პირების გამოვლენის შემთხვევაში,რომლებმაც დააზიანეს ინფრასტრუქტურა, მათი მისამართით გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონიძიებები. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს პერიოდში იგეგმება”,- განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.