ახალი ამბები

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოღოთოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

„ოპელის ” მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ხეს შეეჯახა. შედეგად, დაშავდა ორი ადამიანი, მიღებული დაზიანებებით ერთი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.