ახალი ამბები

კახეთში 3 უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს.

სამივე სამართალდარღვევა გამოვლენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

სოფელ უდაბნოში მოქალაქეები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) გარეშე ნადირობდნენ. დავით გარეჯას მიმდებარედ კი, სამართალდამრღვევს, უკანონოდ ჰქონდა მონადირებული 2 ერთეული კაკაბი.

სამართლამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.