1 თებერვლიდან უსიმპტომო პირების ტესტირება აღარ მოხდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით უსიმპტომო ადამიანების ამ ეტაპზე ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ წინადადებით საკოორდინაციო საბჭოს უკვე მიმართა.
„1 თებერვლიდან დროებით უსიმპტომო, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდით, იმიტომ, რომ ძირითადად გადავერთოთ მხოლოდ სიმპტომებიანი ადამიანების და რა თქმა უნდა სიმპტომებიანი ადამიანები, ყველა სასურველია რომ გაიტესტონ, დადასტურდეს რომ არის ინფექცია და შესაბამისად იმოქმედონ მერე იმ ალგორითმით, რომელიც დღეს დადგენილია“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.