სოფელ კოლაგში მამაკაცი ბრმა ტყვიით თანასოფლელმა მოკლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის ტყის მიმდებარედ ბრმა ტყვიით თანასოფლელმა მამაკაცი მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში სანადიროდ წავიდნენ, რა დროსაც 52 წლის კაცი შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ დაიწყო.