ახალი ამბები

23 იანვრის მონაცემებით კახეთში სულ 12 პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კახეთში კოვიდ საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, 23 იანვარს სულ 12 აცრა ჩატარდა.

ქვეყნის მასშტაბით კი, სულ 1 550 პირი აიცრა. შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 7 947 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღეისთვის ინფიცირების დღიური დადებითობა 22.65%-ია.