გურჯაანში მოქმედი ღვინის მწარმოებელი კომპანია „ქიმერიონი“ 20 მლნ დოლარად იყიდება
ღვინის მწარმოებელი კომპანია „ქიმერიონის“ 49%-იანი წილის შესყიდვით ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდნენ.
კომპანიის წილი 20 მლნ დოლარად იყიდება, ინვესტორს კი „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს. გასაყიდად გამოტანილია კომპანიის საკუთრებაში არსებული ქარხანა და 100 ჰექტარი ვენახი.
როგორც „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განუცხადა, “ქიმერიონი“ ინვესტორს კომპანიის განვითარებისთვის ეძებს.
„ქიმერიონის“ ქარხანა გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში მდებარეობს. კომპანია რამდენიმე დასახელების ღვინოს აწარმოებს, მათ შორისაა, მუკუზანი, საფერავი, ქინძმარაული, ახაშენი, ალაზნის ველი, ფიროსმანი, როზე და სხვა.