კახეთში ნახშირის უკანონო გამოწვის 10 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 10 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 9 ფაქტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ქალაქ საგარეჯოსა და სოფელ გიორგიწმინდას მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა, 1 კი – თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოქალაქეები ნახშირის გამოწვას დაურეგისტრირებელ სანახშირე ორმოებში ახდენდნენ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები.