ახალი ამბები

თელავის თეატრის მსახიობი ზურა ლომიძე გარდაიცვალა

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი, ზურა ლომიძე გარდაიცვალა.

მსახიობი კოვიდთან ოთხთვიანი ბრძოლის შემდეგ, საავადმყოფოდან გამოწერეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ვირუსით გარდაიცვალა მისი მეუღლე ნაირა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მეგობრები ზურა ლომიძეს მკურნალობისთვის საჭირო თანხების მობილიზებას რამდენიმე თვის განმავლობაში ახდენდნენ.

მსახიობმა თელავის დრამატულ თეატრში თითქმის 40 წელი გაატარა და არაერთი სახასიათო და მთავარი როლის შესრულებით დაამახსოვრა მაყურებელს თავი.

კახეთის ხმა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრს.