ახალი ამბები

საქართველოში ავტოსადგურების მოწესრიგება და სერტიფიცირებას იგეგმება

საქართველოში ავტოსადგურების სერტიფიცირება და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ახალი სანებართვო პირობების შემოღება იგეგმება.

აღნიშნულ პროექტზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, რეფორმაზე მუშაობა დღესაც მიმდინარეობს.

“გვაქვს ავტოსადგურების მოწესრიგების გეგმა, აქ საუბარი არის არა მარტო ავტოსადგურებზე, არამედ მთლიანად საქალაქთაშორისო გადაყვანების რეფორმაზე. ამაზე ეკონომიკური გუნდი ვსაუბრობთ და მალე დავაანონსებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს”, -აცხადებს ნათია თურნავა.

ცნობისთვის, ავტოსადგურების რეფორმის დაწყებას ეკონომიკის სამინისტრო 2019 წელსაც გეგმავდა. მათი თქმით, რეფორმის ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი შემუშავებული იყო, მათ შორის – საკანონმდებლო ცვლილებებიც.